მომსახურების პირობები
- Წესები Და Პირობები
ძვირფასო მომხმარებლებო!
გთხოვთ, გაეცნოთ დაბრუნება/გადაცვლის წესებს:
I. საქონლის დაბრუნება შესაძლებელია შეძენიდან 14 დღის ვადაში.
შეძენილი საქონლის დაბრუნება შეიძლება იმ შემთხვევაში თუ:
• საქონელი არ არის გამოყენებული;
• შენარჩუნებულია სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები;
• შენარჩუნებულია პლომბი, საფაბრიკო იარლიყი/ეტიკეტი;
• წარმოადგენს სასაქონლო ან საკასო ჩეკს, რომელიც გაყიდულ საქონელთან ერთად გაიცა.
II. თანხა დაგიბრუნდებათ 3-7 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებული პროდუქტი დააკმაყოფილებს ზემოთაღნიშნულ პირობებს.
III. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტები, წინდები, პირსახოცები, ბოდეები, შიდა მაისურები, საღამურები, თეთრეული, თეთრეულის აქსესუარები და საცურაო კოსტუმები უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
IV. ფასდაკლებით გაყიდული საქონელი გაცვლას და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
V. ფასდაკლების გარეშე გაყიდული საქონლის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იგივე ან მეტი ღირებულების საქონელში (შესაბამისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში) შეძენიდან 14 დღის განმავლობაში, ყიდვის დღის ჩაუთვლელად.
შეძენილი საქონლის სათანადო ხარისხის მქონე საქონლით შეცვლა შეიძლება იმ შემთხვევაში თუ:
• საქონელი არ არის გამოყენებული;
• შენარჩუნებულია სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები;
• შენარჩუნებულია პლომბი, საფაბრიკო იარლიყი/ეტიკეტი;
• წარმოადგენს სასაქონლო ან საკასო ჩეკს, რომელიც გაყიდულ საქონელთან ერთად გაიცა.
VI. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტები, წინდები, პირსახოცები, ბოდეები, შიდა მაისურები, საღამურები, თეთრეული, თეთრეულის აქსესუარები და საცურაო კოსტუმები გაცვლას არ ექვემდებარება.
VII. ნივთები, რომელთა დაბრუნებაც გსურთ, არის თქვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სანამ ისინი გამყიდველის საწყობს არ მიაღწევენ, მათი დაზიანების ან დაღუპვის რისკი გეკისრებათ თქვენ. პროდუქტის ჩვენს საწყობში დაბრუნების/გამოგზავნის პროცესში მიყენებული ზიანი თქვენი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ უსაფრთხოდ შეფუთეთ საქონელი, რათა თავიდან აიცილოთ რაიმე დაზიანება პროდუქტებზე ან ყუთებზე, რადგან ეს გავლენას მოახდენს პროდუქტის ღირებულებაზე და შესაბამისად, ჩვენს შესაძლებლობაზე, გავყიდოთ პროდუქტი. დარწმუნდით, რომ პროდუქტის ორიგინალური შეფუთვა ხელუხლებელია. გთხოვთ, შეინახოთ ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის გამყიდველისათვის გამოგზავნის მტკიცებულება.
VIII. ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 30 ლარს არ აღემატება.
IX. ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია:
• ა) მოვაჭრეს ან მის მიერ განსაზღვრულ მესამე პირს დაუბრუნოს საქონელი ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების გაგზავნის შემდეგ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
• ბ) გასწიოს საქონლის დაბრუნებასთან დაკავშირებული პირდაპირი (უშუალო) ხარჯი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა ამ ხარჯის გაწევა ან მომხმარებელს არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქონლის დაბრუნების შემთხვევაში ეს ხარჯი წარმოიშობოდა.